სიახლეები
29 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ უმასპინძლა სიმპოზიუმს თემაზე: „საექთნო საქმე საქართველოში - აწმყო და მომავალი“.
სიმპოზიუმი მიზნად ისახავდა საექთნო საქმის არსებული მდგომარეობის ანალიზს. ასევე, ნორთვესტის უნივერსიტეტის (აშშ, ვაშინგტონი) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო პროგრამის სტუდენტების მიერ საქართველოს სხვადასხვა ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევების შედეგების გაცნობას.